|
2016-07-08 13:12:00, 677 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე ნატო-ს 29-ე წევრი შეემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა
„ამ სამიტზე მონტენეგრო იქნება წარმოდგენილი, რადგან ის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ოფიციალურად იმყოფება და ის საბლოოდ გახდება ალიანსის წევრი“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის განცხადებით, ვარშავის სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს და ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და 28 წევრიდან ალიანსს 29 წევრი შეემატება. მისივე თქმით, ნატო ასევე მუშაობს საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც ალიანსის ახლო პარტნიორებთან. „ეს სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს და ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. 28 წევრიდან ჩვენ 29 წევრი გავხდებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც ალიანსის ახლო პარტნიორებთან. რაც შეხება საქრთველოს - აპლიკანტ სახელწმიფოს, ჩვენ ვმუშაობთ მათთან, ვეხმარებით მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რეფორმების გატარებასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში. უელსის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოსთვის ყოვლისმომცველი პაკეტის მინიჭება, მას შემდეგ ვმუშაობთ ამ პაკეტის განხორციელებაზე. გავაგზავნეთ ჩვენი მწვრთნელები, გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, როგორც მტკიცე სიგნალი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ჩვენი მხარდაჭერისა. ჩვენ მივესალამებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ჩვენ ვაგრძელებთ, საქართველოს ძალსიხმევის მხარდაჭერას”, - აღნიშნა იენს სტოლტენებერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)