|
2016-07-08 12:07:10, 562 ნახვა
პოლიტიკა
იმერლიშვილი: ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერს კომუნიკეში
ვარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით, -ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა ვარშავაში განაცხადა. იმერლიშვილის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ჩართვის შესახებ კომუნკეში ჩანაწერთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინია. „ცხადია, ველოდებით კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების ამაღლებას. განსაკუთრებით ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერს კომუნიკეში. აუცილებლად ველოდებით ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,-აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება. საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს. ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)