|
2016-07-07 19:43:40, 716 ნახვა
პოლიტიკა
კერი ოპოზიციასთან შეხვედრაზე: საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც ოპოზიციასა და პროცესის პატივისცემას ეყრდნობა
მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოპოზიციის წევრებს საქართველოში, რომელიც არის გულმხურვალე და აქტიური დემოკრატიული ქვეყანა და ოპოზიციასა და პროცესის პატივისცემას ეყრდნობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. აღნიშნული განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერიმ საქართველოს მოუწოდა, თავდაჯერებულად და მკაფიოდ რეფორმებისკენ სვლა გააგრძელოს. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოპოზიციის წევრებს საქართველოში, რომელიც არის გულმხურვალე და აქტიური დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ეყრდნობა ოპოზიციასა და პროცესის პატივისცემას. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საპარლამენტო არჩევნები ყველა თქვენგანის სურვილის გამო, რომელიც ევროპული ინტეგრაციის სწრფავას გულისხმობს. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თავდაჯერებულად და მკაფიოდ რეფორმებისკენ სვლა, სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი არჩევნებით ყველამ იამაყოს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ძალისხმევით, ეს შესაძლებელია”, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)