|
2016-07-07 17:39:21, 1002 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია და ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ - ეს გადაწყვეტილება 7 ივლისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის“ შესახებ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა. ოთარ იაშაღაშვილის განმარტებით, კომისია და სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფენ კომუნიკაციას, კოორდინაციას და საგზაო უსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორის შეთანხმებას მაღალი დონის სტრატეგიაზე, პროგრამებსა და პროექტებზე, ასევე კოორდინაციას გაუწევენ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)