|
2016-07-07 17:30:06, 613 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი: აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს მიმართ ნდობა რუსეთის გამო დაკარგეს
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს მიმართ ნდობა რუსეთის გამო დაკარგეს, - აღნიშნული განცხადება მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას გააკეთა. მერკელის თქმით, უკრაინაში კრიზისის დროს რუსეთმა საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპში ეჭვქვეშ დააყენა,როგორც სიტყვებით, ისე ქმედებებით. ამის გამო ყველაზე მეტად ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპელი წევრები შეწუხდნენ და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. როგორც კანცლერმა განმარტა, ვარშავის სამიტზე, რომელიც 8 ივლისს იხსნება 2014 წელს უელსში მიღებული გადაწყვტილებების ადაპტაცია მოხდება. მათ შეკავების და თავდაცვის გაძლიერებისათვის საჭრო ელემენტები დაემატება. ცნობისვის, ვარშავაში ნატო-ს სამიტის სტუმრების დასახვედრად უკვე ემზადებიან. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს. წინასწარი ინფორმაციით, რიგით 28-ე სამიტის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ნატო-ს აღმოსაველთ ფლანგზე სამხედროების რაოდენობის გაზრდას. კერძოდ, ალიანსი გეგმავს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 4 ბატალიონის დისლოცირებას. ამ ნაბიჯით ნატო, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, აღმოსაველთ ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერას გამოუცხადებს. კონკრეტული გეგმის შესახებ 9 ივლისს გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)