|
2016-07-07 14:13:03, 688 ნახვა
საზოგადოება
„მართე შენი ქალაქი“ - საბურთალოს რაიონის გამგეობამ მორიგი საპილოტე პროექტი დაიწყო
საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშესაწყობად, ახალი საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, „მართე შენი ქალაქი“ პირველ ეტაპზე, მხოლოდ საბურთალოს რაიონში განხორციელდება. მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ამხანაგობების დამოუკიდებელ, თვითკმარ სუბიექტებად ჩამოყალიბებისთვის მესაკუთრეთა ცნობიერების ამაღლება. საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებას პროექტის ფარგლებში, ღია კონკურსის წესით, შერჩეული 30 ტრენერ-კონსულტანტი გააცნო, რომლებიც მოსახლეობას პროექტის სარგებლიანობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და ამხანაგობებს კონსულტაციას გაუწევენ, რათა მათ ხელთარსებული ქონების ეფექტური მართვა შეძლონ. „საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებს მინდა წარვუდგინო ჩვენი პროექტის მთავარი მონაწილეები - ახალგაზრდა, კვალიფიციური და ენერგიული კონსულტანტები, რომლებიც მოვლენ თქვენთან, ყველა მესაკუთრესთან და გაგიწევენ კონსულტაციას იმის შესახებ, თუ რა არის ამხანაგობა, რა უპირატესობები აქვს მას, რას ნიშნავს საერთო სარგებლობის ქონება, ვის ევალება თანასაკუთრების მოვლა-პატრონობა და რაც ყველაზე მთავარია, კონსულტანტები განგიმარტავენ თუ რა შესაძლებლობები გაქვთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის კუთხით, რომლის შედეგად მიღებული შემოსავალიც შეგიძლიათ თქვენს ხელთარსებული ქონების მოვლისა და განვითარებისათვის გამოიყენოთ,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. ბექა მიქაუტაძის თქმით, ამხანაგობებს კომერციული განვითარების უდიდესი შესაძლებლობები აქვთ, რომელიც ეფექტურად არის აპრობირებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში კი საბურთალოს მცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა პირველები იყვნენ ამ მიმართულებით. დღესვე, პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ლოგოს პრეზენტაციაც შედგა, რაც მოსახლეობას კონსულტანტების იდენტიფიცირებას გაუადვილებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)