|
2016-07-07 13:12:56, 665 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ვარშავაში, NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს დელეგაცია, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, NATO -ს სამიტზე დასასწრებად ვარშავას დღეს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე - ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია" იმართება. ქვეყნის პირველი პირი NATO -ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრება. სამიტის ფარგლებში პირველად იმართება NATO -საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება სამუშაო ვახშამს, რომელიც NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პატივსაცემად იმართება. ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შეხვედრაში, რომელიც NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება. NATO -ს სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)