|
2016-07-07 11:44:09, 608 ნახვა
პოლიტიკა
მამიკინსი: ევროპარლამენტმა საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს
ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს საქართველოში არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები დაცული იყოს , - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეას მამიკინსიმ განაცხადა. როგორც მამიკინსმა აღნიშნა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყოველთვის უსვამდა ხაზს კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. „ამ კონტექსტში კომიტეტი გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს განსაკუთრებით ამ სფეროებში, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, რომელიც იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაცულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები. ნებისმიერი ძალადობა არის და იქნება უმკაცრესად დაგმობილი", - განაცხადა ლატვიელმა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ რომ დღეს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)