|
2016-07-07 11:06:03, 678 ნახვა
საზოგადოება
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 15 მისამართზე დასრულდა
დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები 15 მისამართზე დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ყველა ობიექტზე განხორციელდა არსებული ამორტიზებული ხელოვნური საფარის დემონტაჟი, დაისხა ბეტონი, მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით შეიცვალა. მათივე ცნობით, დამატებით, ლუბლიანას ქუჩა N11-სა და თევდორე მღვდლის ქუჩა N51-ში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო ამ ეტაპზე მოედნების რეაბილიტაცია შემდეგ 2 მისამართზე: დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-6 კორპუსთან და თ. მღვდლის 48 ნომერში აქტიურად მიმდინარეობს. სპორტული მოედნების რეაბილიტაციისა და ახალი მოედნების მოწყობის სამუშაოები, დიდუბის რაიონის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შ.პ.ს „კვადრელმა“ და „დოკასპორტმა“ 322 184 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)