|
2016-07-07 09:44:30, 1087 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, საშუალო და მაღალის კატეგორიაში გადავიდა
„მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა”,-ამის შესახებ საქართველოს პრემეირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯისა და ცნობადიბის ამაღლების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია: „მსოფლიო ბანკის მონაცმებთან დაკავშირებით, ეს არის მსოფლიო ბანკის ყოველწლიურად გამოქვეყნებული ქვეყნების კლასიფიკაცია შემოსავლების მიხედვით, ეს კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას და მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ვფიქრობთ, რომ ამ კლასიფიკაციის წინსვლა არ გვქონია ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადიბის ამაღლების კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)