|
2016-07-06 19:07:32, 656 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი გეგეშიძის განცხადებაზე: გამიჭირდება ვთქვა, რა რეაგირება გვექნება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სანამ სრული სურათი“ არ იქნება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ელჩის განცხადებაზე ყველა შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება. „დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვართ ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის მიმდინარეობაში. ამიტომ, დღეს ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა ელჩთან გვესაუბრა. ბუნებრივია, უახლოეს დღეებში გვექნება მასთან გასაუბრების საშუალება. ჩვენც გვაინტერესებს თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ის განცხადებები, რომელიც გაჟღერდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ნაადრევი გადაწყვეტილების მიღება, სანამ სრული სურათი არ გვეცოდინება, ასევე ელჩის მხრიდან უშუალოდ არ მოვისმენთნ თუ რასთან გვაქვს საქმე, ეს არის მისი განცხადება თუ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია. ვფიქრობ, ნაადრევია რაიმე დასკვნების გაკეთება. ელჩთან ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის განცხადება, რომელიც გავრცელებული იყო. ყველა შემთხვევაში ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება, თუმცა დღეს მე გამიჭირდება ვთქვა რა რეაგირება იქნება ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არიან, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)