|
2016-07-06 18:02:57, 681 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: 2016 წლის არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამაგალითო იქნება
"მე არ მიმაჩნია, რომ ეს იყო გაფრთხილება და როდესაც ხარ საქართველოში და მისი ყველაზე უფრო დიდი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სხელმწიფო მდივანი და სამ თვეში არჩევნებია ამაზე რომ არ ილაპარაკო შემაშფოთებელი ამბავი იქნება", - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც არჩევნებსა და მედიაპლურალიზმის შესახებ ჯონ კერის განცხადებას ეხებოდა. ხიდაშელის თქმით, ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები ყველაზე სამაგალითო იქნება, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა. "არ მიმაჩნია, რომ ეს გაფრთხილება იყო, როდესაც ხარ საქართველოში და ხარ მისი ყველაზე უფრო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი და სამ თვეში არჩევნებია, ამაზე რომ არ ილაპარაკო, ეს ძალიან შემაშფოთებელი ამბავი იქნება. ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება ყველაზე სამაგალითო, რაც კი ოდესმე ჩვენს ქვეყანას უნახავს. სხელმწიფო მდივანი სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ ყველა ელოდება საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს, ეს რა თქმა უნდა, ასეც იქნება. ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო გაფრთხილება", - განაცხადა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)