04:43 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 17:21:19, 650 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტომ მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

შსს-ს მომსახურების სააგენტომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულს აგრძელებს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ აჭარის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრა ბათუმის მომსახურების სააგენტოს შენობაში გაიმართა. სააგენტოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე, წარუდგინეს პრეზენტაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. 

მედიის წარმომადგენლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს. ჟურნალისტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

ჟურნალისტებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, არსებული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა მართვის მოწმობის იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდაც ჩააბარეს.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიასთან დაკავშირებული, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics