22:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 17:15:29, 611 ნახვა

პოლიტიკა
ხაჯიმბა: აფხაზეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მესაზღვრეს საქართველოს არ გადასცემს

აფხაზეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მესაზღვრეს, რაშიდ ქანჯი-ოღლის საქართველოს არ გადასცემს, - ამის შესახებ სააგენტო "რია-ნოვოსტი" ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტზე რაულ ხაჯიმბაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ხაჯიმბამ აღნიშნა, მათ არ შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა. 

“კანონისა და ჩვენი კონსტიტუციის მიხედით, ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი მოქალაქეები სხვა სახელმწიფოს იურიდიქციას გადავცეთ”, - განაცხადა ხაჯიმბამ.

დეფაქტო პრეზიდენტის თქმით, მესაზღვრეს სასჯელი დაეკისრება, თუკი მკვლეობაში მის ბრალს დაამტკიცებენ.

“აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას შეუჩერდა უფლებამოსილება. თუკი მისი ბრალი დამტკიცდება, მას შესაბამისი სასჯელი დაეკისრება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი კანონები, რომლებიც ამის გაკეთების საშუალებას იძლევა”, - განაცხადა ხაჯიმბამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე გიგი ოთხოზორია 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოკლეს. 23 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ ქანჯი-ოღლის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics