|
2016-07-06 15:49:37, 703 ნახვა
საზოგადოება
დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნა
დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მინდია ჯანელიძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, გიორგი სეთურიძესთან ერთად ადგილზე უწევს კოორდინაციას. „საავტომობილო გზაზე მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის დაშვებულია სპეციალური რეჟიმით. ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. კერძოდ, დილის 05:30 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი წესების დაცვით: აკრძალულია ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა; ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში; ინტენსიური ნალექების შემთხვევაში, აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა (გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე); საღამოს 20:00 სთ-დან დილის 05:30 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 საათზე შეწყდა, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი. საავტომობილო გზის გახსნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი“, - აცხადებენ სამინისტროში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)