|
2016-07-06 12:46:35, 591 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე: ჩვენი მმართველობის პერიოდში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა
ჩვენი მმართველობის პერიოდში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცხადა, - ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბაძემ მისი მმართველობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა: „მინდა მოკლედ გითხრათ ჩვენი მიღწევების შესახებ. აჭარაში ჩვენი მმართველობის ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა. მაქსიმალურად ვიცავდით დემოკრატიულ პრინციპებს: აჭარის მთავრობა იყო ღია, გამჭვირვალე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი და სამართლიანი. რეგიონული მმართველობის არც ერთ პერიოდში, მსგავსი წინსვლა ამ მიმართულებით აჭარას არ ახსოვს. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. აჭარის ეკონომიკაში 2013-2015 წლებში ჩაიდო 838 მილიონი დოლარის ინვესტიცია. განვითარდა ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მთელი აჭარის მასშტაბით. სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები კი საქართველოში ყველაზე წარმატებულად სახელდება. გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული ნაკადების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის სოციალური მომსახურებისა და დაცვის სტანდარტი. მე და ჩემი გუნდი ვამაყობთ ამ და სხვა მიღწევებით და ჩვენი ძალისხმევით, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ხალხისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას ემსახურებოდა“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)