|
2016-07-06 12:06:35, 569 ნახვა
პოლიტიკა
სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა
სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზიი" იუწყება. მედია საშუალების იფნრომაციით, ასობით დემონსტრანტი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას ითხოვს. საპროტესტო აქცის მონაწილეებმა სამინისტროს ჭიშკრის შემტვრევა შეძლეს და უწყების წინ მდებარე ეზოში შეიჭრნენ. როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, ძიაპშბას გადადგომამდე არ დაიშლებიან. მედის ცნობით, ოპოზიცია არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადომას უსაფრთხოების მდგომარეობის მხრივ ვითარების გაურესების გამო ითხოვს. გარდა ამისა საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 10 ივლისს დაგეგმილ რეფრენდუმში მონაწილეობასთან დაკავშირებული მათი უფლებები ირღვევა. ცნობისთვის, აფხაზეთში 10 ივლისს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ოპოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და კენჭისყრის შემოდგომაზე გადატანას ითხოვს, რაზეც ე.წ. მთავრობა უარს აცხადებს. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიცია ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. “ოპოზიცია რეფერენდუმის ჩაშლაზე მიდის, რადგან მისი შესაძლო შედეგები არ გაამართლებს მისი ინიციატორების იმედებს”, - განაცხადა ხაჯიმბამ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მიტინგის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)