20:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 18:10:34, 666 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი: როცა დაპირდები 230 ლარიანი პენსიას, 4 წლის შემდეგ არ უნდა უთხრა, რომ 20 ლარს უმატებ

თუ რამეს დაპირდები ამომრჩეველს ეს ტყუილი არ უნდა იყოს. როცა დაპირდები 230 ლარიანი პენსიას, 4 წლის შემდეგ არ უნდა უთხრა, რომ 20 ლარს უმატებ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა. 


მისივე თქმით, სოციალური თემატიკა, წინასაარჩევნო პერიოდში ყოველთვის წამოიწევს და ეს მარტო საქართველოში არ ხდება. 

"ამომრჩეველიც უფრო მომთხოვნია არჩევნების წინ, გთხოვს დაპირებების შესრულებას. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებას შეეძლო მოემატებინა პენსიები ოღონდ არა ბიუროკრატიის ხარჯებზე. 
პირადად ჩვენ ვპირდებით პენსიების მომატებას, ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე, ეკონომიკის გაზრდის და გადასახადების შემცირების ხარჯზე. ასევე, იმის ხარჯზე, რომ ბიზნესის კეთება საქართველოში უფრო გაიოლდება. გვექნება მეტი ინვესტიცია და საგადასახო სისტემა გაუმჯობესდება. ჩვენი აზრით ქვეყანაში არ უნდა იყოს მთავარი სანახაობა პოლიტიკური ბრძოლო და ერთმანეთთან ამგვარი ტიპის უწესო წესების გარეშე შებრძოლება, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა წერეთელმა. 

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წელს ზევით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის ბავშვს პენსია 180 ლარამდე გაეზარდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics