|
2016-07-05 16:14:18, 637 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ქართველი კანდიდატის არჩევა კარგი იქნებოდა
„თავისუფალ დემოკრატებს“ გიგი წერეთლის არც არ არჩევაში და არც არჩევაში არანაირი წვლილი არ შეგვიტანია, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, მის პარტიას, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ ხმის უფლება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აღარ აქვთ. „მე მინდა ყველაფერს პოზიტიურ ჭრილში შევხედო და მივულოცო ქალბატონ მუტონენს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. ის ძალიან გამოცდილი ავსტრიელი პარლამენტარია, ჩემი ძველი მეგობარი და დარწმუნებული ვარ, ის დიდ წვლილს შეიტანს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ განვითარებაში. რაც შეეხება გიგი წერეთელს, მე არაერთხელ მითქვამს, რომ რა თქმა უნდა, ქართველი კანდიდატის არჩევა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე კარგი და დადებითი იქნებოდა, თუმცა შეხედულებები სხვადასხვაგვარი იყო“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ავსტრიელი დეპუტატი კრისტინ მუტონენი გახდა, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში 86 ხმა დააგროვა, გიგი წერეთელს კი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)