|
2016-07-05 15:42:46, 626 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საკუთრებაში გადაცემა“. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციების მიერ განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: დევნილთა განსახლების ობიექტზე არსებული საერთო სარგებლობის ფართების - სხვენების, სარდაფების, კიბის უჯრედების და კორიდორების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა; წითელი ხაზების დადგენა; წითელ ხაზებში არსებული მიწის ნაკვეთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა. სამუშაო შეხვედრის მიზანია სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გზით დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენლების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)