|
2016-07-05 15:12:33, 648 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ”იმაზე მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე სათქმელია”, რითაც სახელმწიფოს აზიანებენ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ზღვარგადასულ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები „ზღვარგადასულია“. „საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამ მეგობრული ურთიერთობიდან, ასევე დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ის ამ დრომდე თავს არიდებდა უკრაინის მაღალჩინოსნის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებას, თუმცა პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი. მაშინ, როცა ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან, არამხოლიდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები დაკავებულები არიან ერთმანეთისკენ თითის გაშვერით და უსაგნო ბრალდებებით. მათ ავიწყდებათ, რომ ქვეყნის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა და საკუთარ პილიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნვაში ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე სათქმელია. ამით პირველ რიგში ზიანს აყენებენ სახელმწიფოებრიობას”, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)