|
2016-07-05 11:06:15, 734 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცეს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, 17 პუნქტისგან შედგება. პროექტში საუბარია საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების აღმართვის პროცესზე. ასევე, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის გამო, ვერ ახერხებს სრულად განახორციელოს მინიჭებული მანდატი. რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მისი როლი გაიზარდოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)