|
2016-07-05 10:49:54, 536 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გრძელდება
ბათუმის ბულვარში, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გამართა. შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბულვარში მისულ სტუმრებს საგამოფენო სივრცეში უმასპინძლეს. ბავშვებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ვიდეო-რგოლები ნახეს და საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხო მოძრაობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. პატარებმა მართვის მოწმობის მისაღები, იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩააბარეს და სიმბოლურად, ველოსიპედის მართვის მოწმობებიც მიიღეს. საგამოფენო სივრცეში მისულმა დამსვენებლებმა და ტურისტებმა შსს-ს სპორტული კლუბის - MIA FORCE მანქანები დაათვალიერეს და მიმდებარე ტერიტორია საგზაო მოძრაობის ნიშნებით მოხატეს. ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესთავაზებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)