|
2016-07-05 10:12:54, 629 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩიუსი: საქართველო უვიზო რეჟიმს შემოდგომაზე მიიღებს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, საქართველო უვიზო მიმოსვლას შემოდგომაზე მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. მინისტრის აღნიშნავს, რომ საქართველო ამ პროცესის მალე დასრულებას იმსახურებს, თუმცა ფორმალური პროცესის დასასრულებლად ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას შორის კონსესუსი აუცილებელია. "მე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიღწევებს რეფორმების ჩატარების და ეგრეთ წოდებული, საშინაო დავალების შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო რეჟიმის მიღებას. ამის შესახებ კომისიამაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება“,-განაცხადა ლინკევიჩიუსმა. მისივე თქმთ, გამორიცხული არ არის, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. „შეიძლება შეთანხმებაში საჭირო გახდეს გარკვეული უსაფრთხოების ზომების ჩადება. ვფიქრობ შემოდგომის დასაწყისისთვის ამ პროცესს დავასრულებთ და მათ მიეცემათ ბოლომდე დამსახურებული უვიზო რეჟიმი“,-აღნიშნა ლინკევიჩიუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)