|
2016-07-04 17:38:25, 619 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მომავალ პარლამენტში რამდენიმე პარტია იქნება წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, ვის რა ოცნებები აქვს
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში რამდენიმე პარეტია იქნება წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს პარლამენტზე“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, არ იცის და არ არის დარწმუნებული, იხილავს თუ არა მომავალ პარლამენტში პრორუსულ ძალებს. „მოვესწარი ამ ქვეყანაში ცხოვრებას , როდესაც მხოლოდ პრორუსები მართავდნენ. მე დარწმუნებული ვარ, ეს აღარასოდეს დაბრუნდება. არ უნდა გამოგვივიდეს ისე, რომ საზოგადოების ნაწილი გამოვაცხადოთ დამნაშავედ, რადგან განსხვავებული აზრი აქვს. დამნაშავეებად ადამიანებს აცხადებს კანონი და პროკურორი. არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული ვიხილავ თუ არა პრორუსულ ძალებს მომავალ პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში იქნება რამდენიმე პარტია წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს ერთპარტიულ პარლამენტზე. დარწმუნებული ვარ იქნება პროდასავლური უმრავლესობა რომელიც შექმნის ასეთივე მთავრობას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)