|
2016-07-04 17:23:19, 638 ნახვა
საზოგადოება
იანვარიდან ივნისამდე საქართველოში 2 636 313 ვიზიტი განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები, გასული თვის მდგომარეოით, ასე გამოიყურება: 2016 წლის ივნისის თვე 517 038 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,1 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 636 313 ვიზიტი განხორციელდა, რაც 12,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივნისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი - 1 011 458 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18,1%); სხვა - 1 102 887 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17%). 2016 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1,9%), სომხეთიდან (-3,9%), თურქეთიდან (-7,2%), რუსეთიდან (+4,4%) და უკრაინიდან (+35,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, და საფრანგეთი (შესაბამისად 29%, 20%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (31%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (39%) და მოლდოვა (22%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (95%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 23%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)