|
2016-07-04 14:28:27, 613 ნახვა
პოლიტიკა
კოვალიოვი: ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია ღია ანტირუსული დოკუმენტია
ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარის ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია „კონფლიქტები საქართველოში“ ღია ანტირუსული დოკუმენტია. კოვალიოვის განმარტებით, აღნიშნული რეზოლუცია უკიდურესად პოლიტიზირებულია და აფხაზი და ოსი ხალხის ნების იგნორირებას ახდენს. „რეზოლუციის პროექტი უკიდურესად პოლიტიზირებულია. ეს არის ღია ანტირუსული დოკუმენტი. მასში გამოთქმულია რუსეთის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიები. საუბარია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე, მავთულხალრთებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩვენ ამ დოკუმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ის აფხაზი და ოსი ხალხის ნების იგნორირებას ახდენს. მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ქართველ დევნილებს აფხაზეთში დაბრუნების საშულება არ ეძლევათ, მაშინ როდესაც გალის რაიონში 50 ათასამდე ქართველი დევნილი დაბრუნდა“,-განცხადა კოვალიოვმა. ცნობისთვის, ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტები საქართველოში“ მხარი დაუჭირა. დოკუმენტი დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა. რეზოლუციის პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ არის მომზადებული. პროექტი 17 პუნქტისგან შედგება და მასში საუბარია ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე. „ექსპო ჯორჯიაში“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)