|
2016-07-04 12:48:31, 635 ნახვა
საზოგადოება
GDI-ის ანგარიშის - ,,კორცხელი - ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ანგარიშის - ,,კორცხელი - ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში კიდევ ერთხელ თვალნათლივ ცხადჰყოფს, რომ ფიზიკური ძალადობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დამაფიქრებელია სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე. ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული კორცხელში, შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციელთა ქმედებები, რომლებსაც არც ძალადობის პრევენციის მცდელობა ჰქონიათ და არც მოძალადე სამართალდამრღვევი პირები დაუკავებიათ. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საგამოძიებო ორგანოების მიერ სამართალდამრღვევთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურებას, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დროულად და სწორ კვალიფიკაციაზე უარის თქმას, სამართალის შერჩევითად გამოყენების შემთხვევებს, მთავრობისა და მმართველი პარტიის ზოგიერთი თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ფაქტების არასწორად წარმოჩენას. საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას მიაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად, აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს ეფექტური ზომები კორცხელში ჩადენილი ძალადობის ფაქტების სრულად და ეფეტურად გამოსაძიებლად, მოძალადე პირების გამოსავლენად და მათ მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად. მათ შორის სწრაფი, ეფექტური და გამჭირვალე გამოძიება უნდა წარიმართოს პოლიტიკური ძალადობის წაქეზებასა და მის სავარაუდო ორგანიზებაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა შესაძლო მონაწილეობის კუთხითაც.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)