|
2016-07-02 20:21:03, 607 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერაქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო
"ჩვენ არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერაქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორად ახმედ ჩატაევის დასახელების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. იან კელის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია მან მედიით შეიტყო, თუმცა ამის დადასტურება ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასაც დაეკისროს, ვინაიდან ახმედ ჩატაევს საპატიმრო სასჯელი 2012 წლის შემდეგ მოეხსნა, ელჩმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ის შეუძლია თქვას, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან ამერიკულ მხარეს ფანტასტიური ურთიერთობა აქვს. „ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ფანტასტიური და სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც იბრძვის ტერიტორიზმის წინააღმდეგ, მათ შორის აუცილებლად უნდა მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გაცვლა. ეს ფაქტი მოხდა 4 წლის წინ და მე არ შემიძლია ახლა შევაფასო ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩატაევის გამოშვება“, - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)