|
2016-07-02 18:20:27, 590 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე: ცხინვალის გავლით სომხეთ-რუსეთის დაკავშირება, საერთაშორისო მონიტორინგის საშუალებით უნდა განხორციელდეს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სომხეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა ცხინვალის რეგიონის გავლით აღდგება, ეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება. როგორც "ექსპრენიუსს" კაპანაძემ განუცხადა, 2011 წელს, როდესაც რუსეთი გაწევრიანდა "ვეტეოში" ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობდა, ამ მიმართულებით, საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის შექმნასა და მასში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვას. თუმცა, მას შემდეგ საქართველოს ეს ხელშეკრულება არ დაუმუშავებია. "ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობა დასაშვებია და კანონიც იძლევა ამის საშუალებას, უბრალოდ, ჩვენს ინტერესებშია, რომ მიმოსვლა და ვაჭრობა მოხდეს საერთაშორისო მონიტორინგის შედეგად. ამისი შანსი გვქონდა ჩვენ, 2011 წელს, როდესაც რუსეთი გაწევრიანდა "ვეტეოში" ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობდა ამ საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის შექმნას და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვას ამ მიამრთულებით. წელია ჩვენ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ამიტომ, ახლა თუ ცხინვალის გავლით მსგავსი კორიდორი შეიქმნება, ეს არის ჩვენთვის გაშვებული ხელშეკრულება. ზოგადად, ვაჭრობის გადატანა ოკუპირებულ რეგიონში გახსნის ოკუპირებულ ტერიტორიას და ეს არის კარგი", - აცხადებს კაპანაძე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურასაც შეეხო და აღნიშნა, რომ წერეთლის არჩევის შემთხვევაში ეს იქნება ქვეყნისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. "გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" არ იქცევა სწორად. მათთვის შიდაპარტიული თემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. გიგი წერეთლის კანდიდატურა თუ გავა, იქნება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან პირველად ხდება, რომ საქართველოს მოქალაქე იქნება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ მათი ხმები გადამწყვეტი არ იქნება", - აცხადებს კაპანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)