17:15 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 12:34:03, 734 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი: რუსეთის მიმართ ტონი უნდა გამკაცრდეს

„რუსეთის მიმართ ტონი უნდა გამკაცრდეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ცნობილია, რომ რუსი დეპუტატების მიმართ სანქციების გაუქმებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ვთვლი, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები, თუმცა ამას არ აკეთებს. მათ მიმართ ტონი უნდა გამკაცრდეს. ეს ეფუძნება ეუთოს პლატფორმას. მიმაჩნია, რომ უნდა იყოს დიალოგი და კონსტრუქციული მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, ვინც სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, ასეთი ხალხი რუსეთის დელეგაციას ჰყავს. მათზე თუ ვრცელდება მნიშვნელოვანი ევროპული თუ ამერიკული სანქციები, რა თქმა უნდა ეს ადამიანები თავს კომფორტულად არ უნდა გრძნობდნენ, თუნდაც ასეთ პოლიტიკურ ფორუმზე, როგორიც ეუთოა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე განმარტებით, ყველა რეზოლუციას აქვს რეკომენდაციის სახე, თუმცა ეს შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველია.

ცნობისთვის, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესიის მეორე დღე მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics