|
2016-07-01 21:35:55, 686 ნახვა
პოლიტიკა
პედრო აგრამუნტმა ევროპის საბჭოს სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პედრო აგრამუნტის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის და საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანა-მომხსენებლების აქტიური მუშაობისათვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებულ ფაქტებზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს და აღინიშნა, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს. პედრო აგრამუნტმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების შესრულების მნიშვნელობას, კერძოდ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)