17:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 19:39:49, 691 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ასოცირების შეთანხმების სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის, რადგან დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის ძალაში. ეს ნაბიჯი უბრალო ფორმალობაზე გაცილებით მეტია: ესაა შედეგი და ჯილდო, რომელიც წლების მანძილზე განხორციელებულმა ამბიციურმა რეფორმებმა მოგვიტანა. აღნიშნული რეფორმები შეეხო სასამართლო და საარჩევნო სფეროებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ცხოვრების პირობები. ეს შეთანხმება ამყარებს საქართველოს ურთიერთობას თავის პარტნიორთან, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი მისაბაძი მაგალითი და საბოლოო დანიშნულების წერტილი იყო. რაც მნიშვნელოვანია, მიუთითებს ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას. ეს ეტაპი მოიცავს სფეროთა ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, განათლება და ენერგია"- აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics