|
2016-07-01 17:28:35, 563 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩატაევის ბრალეულობაზე თურქეთის მხრიდან ოფიციალური განცხადებები არ მომისმენია
„მე არ მომისმენია თურქეთის მხრიდან ოფიციალური განცხადებები აჰმედ ჩატაევის ბრალეულობასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, ჩატაევის ბრალეულობასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდი არსებობს. „ოფიაცილაური თურქეთი არ ადასტურებს, რომ აჰმედ ჩატაევი ათათურქის აეროპორტის მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორია. ეს არის მხოლოდ ვარაუდი. სხვატაშორის ქართველი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული. მინდა ვთქვა, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში რანაირადაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება ტერორისტი ვინც არ უნდა იყოს, უნდა დაისაჯოს. ამიტომ წინასწარი სპეკულაცია არის მიუღებელი“,-განაცხადა კრირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თურქული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აჰმედ ჩატაევი ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შესაძლო ორგანიზატორია. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ტერაქტს 43 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)