|
2016-07-01 17:09:04, 686 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ადასტურებს, რომ ”სამხრეთ ოსეთის” გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები გამართა
„ჩემთვის გაუგებარია ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ“,-ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთი საქართველოსთან და რუსეთთან, "სამხრეთ ოსეთის" გავლით, გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან და მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა განადგურებულია. ალბათ ორი კვირა მაინც დასჭირდება მის აღდგენას. ამით პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექპორტიორებს ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და მათი წინადადება იყო, რომ დაელაპარაკებოდნენ რუსეთის მხარეს, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სტატუსის შეხების გარეშე მოხდებოდა არხის გახსნა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერმა განმარტა, სომეხმა კოლეგებმა აცნობეს, რომ რუსეთის მხრიდან არაადეკვატური პასუხი მიიღეს. „სომხურმა მხარემ არაადეკვატური პასუხი მიიღო. ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე. შესაბამისად, რუსეთის მიმართულებით ტვირთი შავი ზღვის მეშვეობით გადის“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრიმა გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთან და რუსეთთან, "სამხრეთ ოსეთის" გავლით, სომხეთის გ გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)