|
2016-07-01 15:03:36, 520 ნახვა
პოლიტიკა
მოგერინი: ასოცირების სრული ამოქმედებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ღრმავდება
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო ღრმა და ფართო ხდება“,-ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია აღნიშნული. “საქართველოსთან ჩვენი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ფართო და ღრმა ხდება. ევროკავშირი ელოდება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ქვეყანასთან, რომელიც კვლავ მუშაობს უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზებაესობა, გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო მოხელეების ანგარიშვალდებულების წესები და გამჭვირვალობა”, - აღნიშნულია მოგერინის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა. ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ. გარდა ამისა, სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, ასევე თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, ტრანსპორტი, კორპორაციული სამართალი, გარემოს დაცვა, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, განათლება და ჯანდაცვა, კორპორაციული მმართველობა.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)