|
2016-07-01 10:11:24, 585 ნახვა
საზოგადოება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ეს მთლიანი რაოდენობის 5 პროცენტია. მისივე თქმით, 5-მა აბიტურიენტმა გამოცდაზე დააგვიანა და შესაბამისად გამოცდიდან მოიხსნა. პირველ ნაკადში დაახლოებით 9327 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო. მიმინოშვილის ინფორმაციით, აბიტურიენტების რეგისტრაცია ზუსტად 8 საათზე დაიწყო. 9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში დასრულდა რეგისტრაცია, რომელმაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტისთვის გაიხსნა საგამოცდო ტესტის ფურცელი. მეორე სესიის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. 15:00 საათზე ტესტებზე მუშაობას აბიტურიენტების შემდეგი ნაკადი დაიწყებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000-მდე სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი, პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი, 22 700-ზე მეტი პედაგოგი. საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ხულო, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)