|
2016-06-30 09:56:22, 663 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, დევდორაკის ხეობაში გზა, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიხსნება
დევდორაკის ხეობაში გზა, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ჯავახიშვილის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები თერგის ბუნებრივ კალაპოტში დასაბრუნებლად. „სამწუხაროდ, დღეს დილიდან წვიმს, თუ ამინდი არ შეგვიშლის ხელს, 2 კვირაში გავლადს გავხდით,იქ ჩვენ სხვა სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, „იაიბისთან“ დავიწყეთ მუშაობა , იქნებ დაფინანსების წყაროც მოვძებნოთ, ეს რ იქნება იაფი პროექტი”,-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. შეგახსენებთ, 23 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა. მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)