|
2016-06-29 19:40:35, 568 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელებს მიმართავს, გიორგი წერეთელს მხარი დაუჭირონ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელებს მიმართავს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი წერეთელს მხარი დაუჭირონ. "პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო, აძლიერებს რა საქართველო მის კავშირებს ევროკავშირთან და NATO-სთან, საკუთარი სტრატეგიული მიზნის - ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვალდაკვალ, ეუთო-სთან წარმატებულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც სახელმწიფოს მეთაური და ჩემი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დამცველი, უაღრესად მადლიერი ვარ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების ურყევი მხარდაჭერისთვის. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მსურს მხარი დავუჭირო გამოცდილ და ნიჭიერ ქართველ კანდიდატს, გიორგი წერეთელს, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად, ყველაზე მსხვილმა ევროპულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაასახელა. ოც წელზე მეტია ვიცნობ ბატონ გიორგი წერეთელს. იგი საქართველოს პარლამენტის წევრია 1999 წლიდან და რამდენიმე ვადით იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. როგორც ერთერთი ყველაზე გამოცდილი პარლამენტარი, გიორგი წერეთელი ორიენტირებულია საერთო ინტერესებზე დაყრდნობით კონსენსუსის მიღწევაზე. იგი ორი ვადით იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი და აქტიურად იყო ჩართული მის საქმიანობაში თითქმის ათი წლის განმავლობაში. მჯერა, რომ იგი იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის, რომლის მანდატიც უზრუნველყოფს დიალოგის გზით კავშირების დამყარებისა და ეროვნული და პოლიტიკური საზღვრების გადალახვის შესაძლებლობას. მეტიც, ბატონი გიორგი წერეთელი იქნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პრეზიდენტი საქართველოდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მისი არჩევა ძლიერ რეზონანს გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობაში, რომლებიც ისტორიულად საკუთარ თავს ევროპელებად მიიჩნევენ. ამდენად, ნება მიბოძეთ მხარი დავუჭირო მის კანდიდატურას და ველი თქვენს მნიშვნელოვან მხარდაჭერას მისი არჩევისათვის. უაღრესად მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ივლისის თვეში, თბილისში 25-ე ყოველწლიურ სხდომას გამართავს, რომლის თემაა: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგის გზით“. მსურს გისურვოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს ნაყოფიერი სესია თბილისში და ქართული სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარი შთაბეჭდილება. ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გამორჩეულ წევრებს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, საქართველოსთან ასამბლეის მრავალწლიანი თანამშრომლობის გამო",-ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)