|
2016-06-29 17:48:54, 649 ნახვა
საზოგადოება
კონსული საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, აეროპორტში ბილეთების გადასაცვლელად რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ
თურქეთში საქართველოს კონსული ირაკლი ასაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აეროპორტში ბილეთების გადასაცვლელად რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ. მისი თქმით, საკონსულო სტმაბოლის გუბერნიაში გახსნილ საგანგებო შტაბთან მუდმივ კონტაქტზეა. როგორც ასაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები არც დაღუპულთა და არც დაშავებულთა სიაში არ არიან. კონსული საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომ აეროპორტში 3-4 საათით ადრე მივიდნენ, რადგან დიდი რიგებია. ცნობისთვის, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. მედია საშუალებების ინფორმაციით, 239 ადამიანი დაშავებულია. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში გუშინ ტერაქტების სერია მოხდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)