|
2015-03-02 15:14:54, 1572 ნახვა
ეკონომიკა
PSP-ში ფრანგულ და სხვა ევროპულ კოსმეტიკაზე 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო
PSP-ში ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი აქციები დაიწყო. აქციის ფარგლებში რამდენიმე შემოთავაზება გაერთიანდა. PSP-ს მომხმარებლები ფრანგულ და სხვა ევროპული ბრენდების კოსმეტიკაზე 50%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. ქალბატონებს ასევე საშუალება მიეცემათ ისარგებლონ სპეციალური პროცედურებით და მიიღონ საჩუქრები. „გაზაფხულზე რამდენიმე დღესასწაულია, რომლებიც ქალებს ეძღვნება. ყოველთვის რთულია საყვარელი ქალბატონისათვის საჩუქრის შერჩევა, ამიტომ ჩვენ ყველა აქცია გავაერთიანეთ და მომხმარებელს არჩევანი გავუმარტივეთ. ქართველი მომხმარებლებისათვის ისეთ ცნობილ ბრენდებზე როგორიცაა კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, სებამედი, ვიში, ლა პეტიტ ოლივიე, ჟიაია, ალექს ავიენი, მადე და სხვა ბრენდები ჩვენ ფასები 10-50%-მდე შევამცირეთ. აქცია 1000-მდე დასახელების პროდუქტზე ვრცელდება. ასე რომ, ყველას ვისაც საჩუქრის ყიდვა უნდა, ჩვენთან ყველაზე კარგი შემოთავაზება ელოდება“, - აცხადებენ PSP-ში. გარდა ამისა, PSP-ს რამდენიმე აფთიაქში კანის დერმატოლოგიური ტესტირება მიმდინარეობს და მომხმარებელს საშუალება ეძლევა, გაარკვიოს თუ რომელი ტიპის კანის აქვს და როგორი კოსმეტიკა ესაჭიროება. ცალკეულ აფთიაქები ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს მომხმარებლებს უფასო მაკიაჟის პროცედურებს შესთავაზებენ. კომპანიებს, რომლებსაც სურვილი აქვთ საკუთარ ქალბატონ თანამშრომლებს საჩუქარი გაუკეთონ, PSP სპეციაულურ ვაუჩერს სთავაზობს, რათა უფრო მარტივი გახდეს საკუთარი თანამშრომლების გახარება. ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი აქციები PSP-ს ქსელში 10 მარტამდე გასტანს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)