|
2016-06-29 14:58:07, 643 ნახვა
საზოგადოება
კონსული: თურქულმა მხარემ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეები დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში არ არიან
სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. როგორც ასაშვილმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია დაშავებულ ორ ქართველთან დაკავშირებით არ დადასტურდა. „თურქეთის ხელისუფლებამ ეს საკითხი გადაამოწმა და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც დაშავებულების და არც გარდაცვალილთა სიაში საქართველოს მოქალაქეები, საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის არ არიან“,- განაცხადა კონსულმა. ასაშვილის თქმით, გაურკვეველია, თუ საიდან გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შედეგად ორი ქართველის დაშავების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში გუშინ ტერაქტების სერია მოხდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)