|
2015-03-02 15:03:15, 1137 ნახვა
ეკონომიკა
წულუკიანი ინვესტორებზე: კეთილი იყოს მათი მობრძანება საქართველოში
„კეთილი იყოს ინვესტორების მობრძანება საქართველოში. მათ შემოსვლას პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტრო უწყობს ხელს“, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, დუბაიდან ბიზნესმენი საქართველოში 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა, მაგრამ საზღვარზე არ შემოუშვეს, რადგან კოდუას მიერ მოპოვებული ინვესტორი იყო. წულუკიანის განმარტებით, საქართველოში არსებობს კანონები და არსებობენ სტრუქტურები, რომლებიც საზღვარს აკონტროლებენ. მინისტრის შეფასებით, კანონი ყველამ უნდა დაიცვას. ამასთან, თეა წულუკიანის მტკიცებით, ინვესტორების საკანონმდებლო მოთხოვნები დღეს ბევრად გაადვილებულია. „კეთილი იყოს ინვესტორების მობრძანება საქართველოში. ინვესტორები ის უცხოელები არიან, რომელთაც არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტრო ხელს უწყობს, რომ შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონები, არსებობენ სტრუქტურები, რომლებიც აკონტროლებენ საზღვარს და კანონი ყველამ უნდა დაიცვას. თუმცა, ინვესტორების საკნონმდებლო მოთხოვნები, ბევრად გაადვილებულია და ამისთვის საკმარისია წაიკითხოთ უცხოელთა შესახებ საქართველოს კანონი, სადაც ინვესტორებისთვის სპეციალური ვიზები, სპეციალური ბინადრობები და სპეციალური ხელშეწყობაა გათვალისწინებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)