|
2016-06-29 01:00:19, 1043 ნახვა
საზოგადოება
"ატლასგლობალის" რეისზე რომელიც სტამბულიდან თბილისში მოფრინავდა 15 მგზავრი არ გამოცხადდა
კომპანია "ატლასგლობალის" რეისზე, რომელიც სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტიდან თბილისის მმიმართულებით უნდა განხორციელებულიყო გადაიდო. როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანიის წარმომადგენლობაში განუცხადეს, 126 - მა მგზავრმა რეგისტრაცია გაიარა. სულ დარეგისტრირებული იყო 141 ადამიანი. "აეროპორტში აფეთქების დროს, ჩვენი კომპანიის მგზავრები იყვნენ აეროპორტში. ვიცით, რომ მგზავრები ავტობუსებში მოათავსეს და აფეთქებაც მაშინ მოხდა, როცა ისინი თვითმფრინავთან მიდიოდნენ. დანარჩენების შესახებ, ცნობა არ გვაქვს. სულ რეგისტრაცია უნდა გაერა 141 მგზავრს, მაგრამ არ არის დაზუსტებული რა მიზნით არ გამოცხადნენ მოქალაქეები სარეგისტრაციო ადგილზე. შესაძლოა მგზავრებმა ან გადადეს ფრენა ან არ გამოცხადნენ დანიშნულ დროს" - განუცხადა "ექსპრესნიუსს" კომპანია "ატლასგლობალის" წარმომადგენელმა. თბილისის მიმართულებით რეისი დაგეგმილი იყო 23:05 საათზე. კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს საკონსულოს სტამბულში და ასევე საქართველოს საელჩოს ანკარაში მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 მგზავრი არ გამოცხადდა, რეისზე. ქართველი დიპლომატები არკვევენ რა მიზეზით არ გამოცხადნენ საქართველოში მომავალი მოქალაქეები. სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ორ აფეთქებას, პირველადი მონაცემებით 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 52 ადამიანი - აღნისნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა სტამბულის პოლიციამ. თვითმხილველების განცხადებით, ტერორისტი მათი მიმართულებით ისროდა, შემდგომ კი თავი აიფეთქა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად უამრავი ადამიანი მძიმედ დაშავდა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაიღუპა 10 და დაშავდა 54 ადამიანი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)