23:49 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 22:59:00, 1142 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძემ საზოგადოებას საკუთარი პირველი წიგნი წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის პირველი წიგნის „უცნობი პორტისკენ" პრეზენტაცია გაიმართა.

სადებიუტო ნაშრომში თავმოყრილია ავტორის ის ესეები, რომლებიც ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემებში 2006-2016 წლებში ქვეყნდებოდა. მათი უმრავლესობა დაწერილია აშშ-ში ემიგრაციაში ყოფნის დროს.

წიგნს, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ათწლიანი პერიოდის ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენს, ორი მთავარი თემა აქვს - სამართლიანობა და თანასწორობა.

„ვფიქრობ, ეს წიგნი გამოხატავს ბოლო ათწლეულს. მასში მოთავსებულია ის წერილები, რომლებიც 2006 წლიდან 2016 წლამდეა გამოქვეყნებული. კრებულში აღწერილი ძირითადი თემები საზოგადოებას დღესაც ადარდებს, ესენია - თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხებზე საზოგადოებაში კვლავაც იქნება მრავალი საინტერესო დისკუსია", - განაცხადა ანა დოლიძემ.

წიგნის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ასევე პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics