02:49 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 19:28:19, 1018 ნახვა

ეკონომიკა
“თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების გასავითარებლად“

"თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების გასავითარებლად“ - ასე შეაფასა საქართველოსა და FTA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობა  ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრმა.

აურელია ფრიკის განცხადებით, მოლაპარაკებების მოკლე დროში დასრულება ერთიანი ძალისხმევისა და კონსტრუქციული დამოკიდებულების შედეგად გახდა შესაძლებელი.

 „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისედაც ახლო ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლიხტენშტეინს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. გასულ წელს ჩვენ მოვახერხეთ ხელი მოგვეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებისთვის, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობების გასავითარებლად“ - აღნიშნა ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics