|
2016-06-28 19:06:02, 2213 ნახვა
საზოგადოება
ფრანგული კომპანია „პეჟო“ ქართულ ბაზარზე ბრუნდება
ფრანგული საავტომობილო კომპანია „პეჟო“ ქართულ ბაზარზე ბრუნდება. კომპანიის დაბრუნებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, დღეს, 28 ივნისს, 20:00 საათზე, „პეჟოს“ (ჯორჯ ბალანჩინის#36) ცენტრში პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას „პეჟოს“ ოფიციალური იმპორტიორი კომპანიის Lion Auto-ს დამფუძნებელი გიორგი ცნობილაძე გახსნის. ამასთან, პრეზენტაციას დაესწრებიან: საფრანგეთის ელჩი და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები. აღსანიშნავია, რომ თბილისში იმყოფება ქვეყნების გაყიდვების დირექტორი ალექსეი ტურნოვსკი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოში პეჟოს ბრენდის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. კომპანია პეჟო 1810 წელს დაარსდა. ცენტრი გთავაზობთ ევროპული ავტომობილების ფართო არჩევანს, ასევე საუკეთესო სერვისს, ევროპაში სერტიფიცირებული მექანიკოსებით. "პეჟო" ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, ის ევროპის მეორე უდიდესი საავტომობილო კონგლომერატ "PSA პეჟო სიტროენის" ნაწილია. პეჟოს მოდელები გაყიდვებში ლიდერობენ და მათ შორის Peugeot 308 2015 წლის დეკემბრიდან გაყიდვების ერთპიროვნული ლიდერია. "პეჟოს" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ლოგო აქვს - ორ ფეზე მდგარი ლომი. ის კომპანიის პროდუქციას 1858 წლიდან ამშვენებს, ავტომობილებზე კი, ამ ემბლემას ყოველთვის დიზაინის ელემენტის როლი ეკისრა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)