|
2016-06-28 14:55:14, 636 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 16%- მა იცის, რომ უფლება აქვს, პლენარულ სხდომებს და საკომიტეტო მოსმენებს დაესწროს
" საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" დაკვეთით, CRRC-ს მიერ 2016 წლის მარტში საზოგადოებრივო აზრის კვლევა ჩატარდა. ორგანიზაცია შეეცადა, გაერკვია, რამდენად დაინტერესებულია საქართველის მისახლეობა საპარლამენტო ინფორმაციის მიღებით და რამდენად ინფორმირებულები არიან პარლამენტის საქმიანობის შესახებ. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა თითქმის 90%- მა არ იცის, რომ პარლამენტში შესაძლებელია საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობა.ასევე, გამოკითხულთა მხოლოდ 16%- მა იცის, რომ ყველას აქვს უფლება, დაესწროს პლენარულ სხდომებს და სკომიტეტო მოსმენებს. " საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" ასევე დაინტერესდა, რამდენად არიან ჩართულები საქართველოს მოქალაქეები საკანონმდებლო პროცესში. გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (97%) არასოდეს დასწრებია პლენარულ სხდომას, ან საკომიტეტო მოსმენას,ხოლო მხოლოდ 1%- ს მიუმართავს პარლამენტისთვის საჯარო ინფორაციის გამოთხოვის, ან პარლამენტისთვის კანონში ცვლილების შეტანის, ან ახალი კანონის მიღების მიზნით. გამოკითხულთა 64% ,ვისაც მიუმართავს პარლამენტისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, მიიჩნევს, რომ ინფორმაცია დროულად მიიღო. შემთხვევითი შერჩევის მრთოდით 2032 ადამიანი გამოიკითხა( გარდა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისა დს ოკუპირებული ტერიტორიებისა). კვლევა რეპრეზენტატულია ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მისი ცდომილების საშუალო ზღვარი 3.2%-ს შეადგენს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)