|
2016-06-28 10:22:45, 520 ნახვა
საზოგადოება
შსს დევდორაკის ხეობაში მოძრაობის აკრძალვის გამო, რუსეთისკენ მიმავალ მოქალაქეებს ალტერნატიულ მარშრუტს სთავაზობს
მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამალი-დევდორაკის ხეობაში, ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135 კმ. მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საყურადღებოდ აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ გზის ალტერნატიული მარშრუტით: ქვემო ქართლიდან წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით, ქვემო ქართლიდან ვახტანგისის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით და კახეთის რაიონიდან ლაგოდეხი - ცოდნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტით. “წითელი ხიდისა და ლაგოდეხი - ცოდნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით ნებადართულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ხოლო ვახტანგისის გამშვები პუნქტიდან გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებით. სამივე შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილების მსურველები ჩავლენ ბაქოში და დანიშნულების ადგილზე მახაჩქალის გავლით მოხვდებიან”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, 25 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება შსს-ს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით უზრუნველყვეს. 60-მდე ადამიანის გადაყვანა ყაზბეგიდან დარიალის ხეობაში შსს-ს ვერტმფრენებით მოხდა, ხოლო დარიალის ხეობიდან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე ტურისტები სამართალდამცველებმა მიაცილეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)