02:15 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 16:01:53, 1005 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით შვეიცარიას ეწვია. ვიზიტის მსვლელობისას, დაგეგმილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის, რომელიც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას აერთიანებს. 

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლის განცხადებითაც ხელშეკრულების გაფორმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც პოლიტიკის, ისე ვაჭრობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. მისი განცხადებით, საუბარია 14-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე, რომნელზეც ქართულ ბიზნესს ტარიფებისა და დაბრკოლებების გარეშე შეღწევის შესაძლებლობა ექნება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics